მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დღეს „შეშის მოხმარების შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებში“ საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა – სემინარი გაიმართა. პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის ხელმძღვანელები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიმართა CENN –ის მიერ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და სატყეო სააგენტოსთან ერთად მომზადებული საინფორმაციო მასალებისა და ტყის ვებ–პორტალის პრეზენტაცია. ვებ– გვერდის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება.