შეპირებული ათდღიანი ვადა ამოიწურა


რაიონული საავამდყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილის და საპროტესტო აქციის მონაწილის ტარიელ ქობალიას ინფორმაციით, დღეს, დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა კონკრეტული პასუხის მისაღებად. „ათდღიანი ვადა ამოიწურა, გვაინტერესებს როდის ჩამოვა დაპირებული კომისია საცხოვრებელი პირობების გადასამოწმებლად და როდისთვის იქნება ექსპერტიზის პასუხები ცნობილი.

 სამმართველოს ხელმძღვანელმა მითხრა, რომ 20 დღეში იქნება ჩვენი პასუხები ცნობილი, მაგრამ მე დალოდებას არ ვაპირებ, დღესვე, ჩავდივარ თბილისში, დევნილთა სამინისტროში და ვინმემ უნდა გვითხრას კონკრეტული პასუხები.’’- განაცხადა ქობალიამ. მისი თქმით, სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესებს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთინო  ჯობავამ აღნიშნა, რომ დევნილები ელოდებიან სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ, გახდება ცნობილი  გააგრძელებენ თუ არა აქციას. „ ერთ-ერთი მოშიმშილის ნანი შონიას ბავშვი  ცუდადაა, რამდენიმე დღეა ბავშვს სიცხე აქვს, ეს ყველაფერი სინესტისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების გამოა. ყურადღებას ჩვენ არავინ გვაქცევს. კარავი არ დაიშლება, მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.’’- განაცხადა ჯობავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!