შემოსავლების სამსახური-თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500  გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.