შეზღუდვები ტრანსპორტისთვის

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის შ. უსთაველის ქუჩის მონაკვეთი ჩაიკეტება.

კერძოდ, 20 ივლისის 00:00 საათიდან 22 ივლისის 24:00 საათამდე გზა ჩაიკეტება ქუჯის ქუჩისა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთიდან, მარცხენა სანაპიროსა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთამდე (ხიდის ორივე მხარეს).

კომბინატის დასახლების მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მ. კოსტავას ქუჩით, ხოლო დაბალი ზონის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა უნდა ისარგებლონ შ. უბულავას ქუჩით.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.