- 18 სექტემბერს, ზუგდიდში, ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებულიქნა წმინდა სერაფიმ საროველის ხატი. ხატი იმ ქვის ფრაგმენტზეა დაწერილი, რომელზეც თავად წმ. სერაფიმე ლოცულობდა მუხლმოყრით.
ქვა-ხატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ცნობილი ზუგდიდელის, როლანდ მაქაცარიას ოჯახში, საიდანაც გადმოაბრძანეს ტაძარში და იქ დაჰყოფს, სავარაუდოდ, გიორგობის დღესასწაულამდე.