ყაზახეთის პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


  • ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზახეთის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე.

პირველ ვიცე-პრემიერად რომან სკლიარი დაინიშნა. ვიცე-პრემიერის პოსტი შეინარჩუნა ერალი თუგჟანოვმა. ასევე, ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი და ვაჭრობის და ინტეგრაციის მინიტრი ბაჰით სულთანოვი.

მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალიხან სმაილოვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.

საპროტესტო აქციებისა და მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის წინა მთავრობის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი 5 იანვარს მოაწერა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. 10 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!