ყავა თქვენს ხასიათზე მეტყველებს


  • იცოდით, რომ იმის მიხედვით, თუ რანაირი ყავა გიყვართ, შეიძლება თქვენს ხასიათზე ვისაუბროთ? მეცნიერ-ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით, თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

ფილტრის ყავა შაქრის გარეშე-თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს და არ გრცხვენიათ, საკუთარი შეცდომები რომ აღიაროთ.

ფილტრის ყავა შაქრით-როგორც ჩანს, ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ სხვისი გულისთვის და მერე ინანოთ.

ნალექიანი ყავა-თქვენთან ყოველთვის გრძნობა უფრო წინ დგას, ვიდრე გონება. ხართ ძალიან კეთილი და სხვა ადამიანებშიც იმავეს აფასებთ.

ხსნადი ყავა-საკუთარი თავი წარმატებულად და მიზანდასახულად მიგაჩნიათ. ყოველთვის მოკლე გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.

ყავა რძით და შაქრით-როგორც ჩანს, რთული ხასიათი გაქვთ. ხშირად ადვილად ღიზიანდებით და მალე გეცვლებათ ხასიათი.

ყავა კოფეინის გარეშე-თქვენ გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!