- იცოდით, რომ იმის მიხედვით, თუ რანაირი ყავა გიყვართ, შეიძლება თქვენს ხასიათზე ვისაუბროთ? მეცნიერ-ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით, თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.
ფილტრის ყავა შაქრის გარეშე-თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს და არ გრცხვენიათ, საკუთარი შეცდომები რომ აღიაროთ.
ფილტრის ყავა შაქრით-როგორც ჩანს, ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ სხვისი გულისთვის და მერე ინანოთ.
ნალექიანი ყავა-თქვენთან ყოველთვის გრძნობა უფრო წინ დგას, ვიდრე გონება. ხართ ძალიან კეთილი და სხვა ადამიანებშიც იმავეს აფასებთ.
ხსნადი ყავა-საკუთარი თავი წარმატებულად და მიზანდასახულად მიგაჩნიათ. ყოველთვის მოკლე გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.
ყავა რძით და შაქრით-როგორც ჩანს, რთული ხასიათი გაქვთ. ხშირად ადვილად ღიზიანდებით და მალე გეცვლებათ ხასიათი.
ყავა კოფეინის გარეშე-თქვენ გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია.