ღომის ქერქი -“ნახვაწა”


  • “ნახვაწას” უკვე ეძახიან “მეგრულ ჩიფსებს” და ძალიან მოსწონს ახალ თაობას. “ნახვაწა” ჩაშუშული ღომის ქერქია. მისი მომზადება მარტივად ხდება,-ამზადებ ღომს ჩვეულებრივი წესით, ჩაზელვის შემდეგ შუშავენ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე, იღებენ ღომს, დარჩენილი ქერქის შუშვას კი აგრძელებენ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ქერქი არ შეყვითლდება.

“ნახვაწა” მეტად გემრიელი, რომ იყოს, შეიძლება მას, შუშვის პერიოდში, ფუნჯით მარილწყალი წავუსვათ. კარგად მომზადებული “ნახვაწა” არის თხელი, ჰაეროვანი და ხრაშუნა. “ნახვაწა” შეიძლება მთლიანად ამოიღოთ ქვაბიდან და ცხელივე ფრთხილად დაანაწევროთ. ამბობენ, “ნახვაწა” თუჯის ქვაბში მომზადებულ ღომს რჩებაო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!