“ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” დაიხურა

  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტი “ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” დაიხურა.

პროექტი საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ღონისძიებაზე ,,ღია ბიბლიოთეკა- ზუგდიდის“ მხარდამჭერებმა: ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ და მაკდონალდსმა ღია ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

ღია ბიბლიოთეკამ 1 თვის განმავლობაში 800-მდე ვიზიტორს უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

პროექტის მიზანი იყო ბიბლიოთეკის გამოტანა საჯარო სივრცეში, რათა მოსახლეობას შეძლებოდა წიგნთან ცოცხალი კავშირის დამყარება. პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.