ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს 31 ოქტომბრიდან მიიღებს


  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფესიბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“,- ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.