40 კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
“ტერიტორაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივი რეინჯერი“ განახორციელებს. მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების მონიტორინგში ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება”.​-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.