ქვეყნები, სადაც სითბო და ზაფხული თითქმის არ არის

მზე სწორედ მაშინ გვენატრება, როცა თოვას იწყებს, როცა თბილა თოვლი და სიცივე გვინდება, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები, რომელთა ქვეყნებშიც სითბო და ზაფხული თითქმის არ არის. ასეთ ქვეყნებში დიდთოვლობის დროს მაცხოვრებლებს გადაადგილება მუდმივად უჭირთ და ხანდახან ისეთი საფრთხის წინაშე არიან, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ, ამიტომ თოვლსა და ზამთარს მხოლოდ გართობასა და სილამაზეს ნუ დავუკავშირებთ.Counrty Ranker-ი იმ ქვეყნების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცივ სახელმწიფოებად არიან მიჩნეულები.
ესტონეთი
შესაძლოა, ესტონეთში დანარჩენი ცივი ქვეყნების მსგავსი მკაცრი კლიმატი არ არის, მაგრამ აქაური ზამთარიმოქალაქეებს სამსახურებსა და ყოველდღიურ აქტივობებს ნამდვილად აშორებს ხოლმე. ესტონეთი ფინეთსა და ბალტიის ზღვას შორის მდებარეობს და ზამთარში ტემპერატურა -7°C-მდე ეცემა, ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა კი 17°C-ია.
ფინეთი
ამ მიმზიდველ სკანდინავიურ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე ცივი ზამთარი დგება, რადგან ტემპერატურა 0°C-დან -45°C-მდე ეცემა და -45°C-სა და -22°C-ს შორის მერყეობს.თოვლთან ერთად აქ ძლიერი ქარი ქრის, რის გამოც ძალიან ცივა და ცხოვრება, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, თუმცა ზაფხული შედარებით სასიამოვნოა. ფინეთის ჩრდილოეთ მხარეს მზე ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ ამოდის და ამოსვლის შემთხვევაში მხოლოდ 6 საათის განმავლობაში ანათებს.
მონღოლეთი
მონღოლეთი ცენტრალურ აზიაში მდებარეობს და იანვარსა და თებერვალში აქ ტემპერატურა -20°C-მდე ეცემა, ზაფხულის ტემპერატურა კი მხოლოდ 0°C-ია.
ისლანდია
ისლანდიის სამხრეთ ნაწილი ჩრდილოეთის რეგიონებთან შედარებით თბილია. ზამთარში ტემპერატურა -20°C-დან -30°C-მდე ეცემა, ყინვა კი გაუსაძლისი ხდება.
გრენდლანდია
გრენლანდია დედამიწის ერთ-ერთი ცივი რეგიონია, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს და ყინულითა და თოვლითაა დაფარული. აქ მზე არასდროს აღწევს და მუდმივად ცივა, ტემპერატურა კი მთელი წლის განმავლობაში -7°C-ია.
ამერიკის შეერთხებული შტატები
ზამთარში აქ ტემპერატურა -30°C-მდე ეცემა. აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში ძალიან ცივა, სამხრეთ ნაწილში კი ცხელა. ალიასკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცივ ადგილადაა მიჩნეული.
ყაზახეთი
ყაზახეთში თითქმის მთელი ზამთარი თოვს და წვიმს, თუმცა ზაფხული თბილია.
კანადა
კანადა ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს და მზე ყოველთვის ჰორიზონტალურად ეცემა, რის გამოც აქ არასდროს ცხელა. ქვეყანაში 5 თვის განმავლობაში ტემპერატურა -4-°C-მდე ეცემა.
რუსეთი
რუსეთში ზამთრის ტემპერატურა -40°C-ია, ხოლო ზაფხულში, ზოგიერთ რეგიონში –3°C. ფედერაციის ზოგიერთ რეგიონში მზე მხოლო 2 თვის განმავლობაში ანათებს, ამიტომ მეტი სითბოს მისაღებად მაცხოვრებლები არაყს ყოველდღიურად მიირთმევენ.
წყარო

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.