ქვარაიას კომენტარი შენგელიას წარდგენასთან დაკავშირებით

ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელიას წარდგენასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია განცხადებას აკეთებს: “დღეს ზუგდიდს, ღირსეული ზუგდიდელი მერი სჭირდება, ადამიანი, რომელსაც უყვარს ზუგდიდი, ესმის ხალხის და იცის როგორ აკეთოს საქმე. სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ აქცენტი, საბოლოოდ, მენეჯერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიონალიზმზე შეჩერდა და ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია დავასახელეთ. გეგას სახით, ზუგდიდს, ძლიერი მენეჯერი, კეთილსინდისიერი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, ზუგდიდის საჭიროებების ზედმიწევნით მცოდნე მერი ეყოლება. ის ზუგდიდის შვილია, კარგად იცნობს და გრძნობს ზუგდიდს და ზუგდიდელები კი კარგად იცნობენ მას. აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, არაფერს დაიშურებს ზუგდიდის კეთილდღეობისთვის. ასე რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გეგა შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს. წარმატებები ვუსურვოთ ღირსეულ კანდიდატს, გეგა შენგელიას!”

მოგეწონა? - გააზიარე!:

One Comment

  1. ზურაბ ქობალია

    სანდრა რულოვსის წინააღმდეგ რატოა და, საერთოდ რა სახსენებელია ამ შემთხვევაში ის დედაკაცი?!. შენ რაღა დაგემართა, მერაბ?!..
    „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფა ცუდის ნიშანია, მეგობრებო!..
    დაფიქრდით ხანდახან!..
    სხვანიც არიან ამ ქვეყნად და პატივი ეცით ამომრჩევლებს ანუ, როგორც იტყვიან, ელექტორატს!.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.