„ქართული ოცნების“ „საყოველთაო სახალხო შეკრება“ თბილისში


  • რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ასევე, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty + 19 =

Akismet ანტისპამი