“ქართული კალიგრაფია-2019″–დაჯილდოვება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ტრადიციული კონკურსის “ქართული კალიგრაფია-2019”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

დასახელდნენ გამარჯვებულები სამ ასაკობრივ (უმცროსი, საშუალო და უფროსი) ჯგუფში-I, II და III ადგილის მფლობელები და ასევე სხვადასხვა ნომინანტები.
კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

უფროსი ასაკობრივი ჯგუფი: პირველი ადგილი-ელისო ქარდავა-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი.

მეორე ადგილი-მაია ფიფია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი. მესამე ადგილი-ია შანავა-წალენჯიხის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგი.

ნომინაციები: ნომინაცია-მხატვრული გაფორმება-ალიკა სალია-შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი, პირველი კურსი, საჯარო მმართველობის სტუდენტი.

წლის კალიგრაფი-ნონა გოგინავა-პედაგოგი, ჟურნალისტი.

საშუალო ასაკობრივი ჯგუფი: პირველი ადგილი-მარიამ ცანავა-ოდიშის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: მეორე ადგილი-ანა ქარჩავა-ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე.

მესამე ადგილი-ანი ღვინჯილია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის პირველი საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე.

ნომინაციები მხატვრული გაფორმება-შაკო გორდულავა-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

ჟიურის სიმპათია-სალომე ტყებუჩავა-კერძო სკოლა “ჩირაღდნის” XII კლასის მოსწავლე

ანბანის ხასიათი-მარიამ ხურცილავა-ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე.

საუკეთესო ასლი-ანი კვარაცხელია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის პირველი საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.

ანბანის ხასიათი-მზია კვარაცხელია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მხატვრული გაფორმება-ელენე გელენავა-რიყის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი: I ადგილი-მარიამ კვიციანი-ზედაეწერის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე.

II ადგილი-შაკო მეუნარგია-ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე.

III ადგილი-ნინი ჯღარკავა-ზუგდიდის I საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე.

ნომინაცია ჟიურის სიმპათია-საბა კუკავა- ზუგდიდის IV საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე.

მხატვრული აზროვნება– თამთა გამისონია- ინგირის I საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე.

მხატვრული გაფორმება-ანასტასია ბიგვავა-ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის VI კლასის მოსწავლე.

ჟიურის სიმპათია-მართა ჭანია-ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე.

ნორჩი კალიგრაფი-ნიკოლოზ ლატარია-ზუგდიდის II საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე, რეზიკო დიდიშვილი-ზუგდიდის I საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე საბა ჭიჭინაძე-რიყის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე, ელენე ლიპარტია-რიყის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე, ალეკო ლიპარტია-რიყის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე, მარიამ ფიფია-ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლე, ჯესიკა ქარდავა-ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლე, ილია წილოსანი-ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის III კლასის მოსწავლე.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა ზუგდიდისა და წალენჯიხის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კონკურსის მხარდამჭერები. 
კონკურსი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტია. კონკურსი რამდენიმე წელიწადია ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!