“ქართული კალიგრაფია-2015”


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით  წელს მესამედ  განხორციელდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული  ცენტრისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი-კონკურსი  „ქართული კალიგრაფია”.  

2 მარტიდან  31 მარტის ჩათვლით სულ 70-მდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია.   ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით  2013 წელს პირველად განხორციელდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული  ცენტრისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი-კონკურსი  „ქართული კალიგრაფია.

მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფდა კვალიფიციური ჟიური, წარმოგიდგენთ მათ შემადგენლობას:

1. მღვდელი ნიკოლოზ ლატარია-ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი,

2.ზამირა ღადუა-ქალაქის ზუგდიდის  მერიის  კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი,

3. აბელ კალანდია-სამხატვრო გალერეას ხელმძღვანელი,

4.ზეინაბ სარია-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, პროფესორი,

5. მანანა გვარამია- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი.

8 აპრილს  გაიმართა მეორე ტური, სადაც მონაწილეებმა  ადგილზე  შეასრულეს დავალება.  მოსწავლეებმა გადაწერეს ზაზა ფანასკერტელის ხელნაწერი კარაბადინის ნაწყვეტი, ხოლო დიდებმა-ერეკლე მეფის სიგელი.

გამოვლინდა 17 ფინალისტი, რომელთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ესენი არიან:

მეგი ხასაია (მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს),  სალომე ანთია,(ინგირის I საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს),  ანა ჯიქია,(VI საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლეს), მარიამ ტაბაღუა (წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეს).

შორენა ლომაია (წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი), მზევინარ სამუშია (ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი).

სიგელი  ნომინაციაში “ანბანის ხასიათი” გადაეცა ბაია სამუშიას-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის I საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეს).

უფროსებში სიგელით  ნომინაციაში “ანბანის ხასიათი’ ჯილდოვდება  ნინო ქუთელია-პედაგოგი,

სიგელი ნომინაციაში ტრადიციული ხელწერა გადაეცემა  მარიამ თოდუას (რუხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეს).

სიგელი ნომინაციაში მხატვრული გაფორმება გადაეცემა მარიამ თოდუას (წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო  გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეს).

სიგელით ნომინაციაში მხატვრული გაფორმება ჯილდოვდება ბელა კვარაცხელია-პედაგოგი.

მესამე ადგილი დაიკავა და მესამე ხარისხის სიგელის მფლობელი გახდა კარალინა აკობია (VI საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე).

უფროსებში მესამე ხარისხის სიგელით ჯილდოვდება ირმა გულორდავა-კოკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ხარისხის სიგელის მფლობელი გახდა ტატო ცალანი-ზედაეწერის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.

უფროსებში მეორე ხარისხის სიგელი გადაეცემა ბეჟან ჯანჯღავა-პედაგოგს.

ქართული კალიგრაფია-2015-ის I ხარისხის სიგელი გადაეცემა ალიკა სალიას-აფხაზეთის I სკოლის  IX კლასის მოსწავლე

ხოლო უფროსებში  ქართული კალიგრაფია-2015-ის I ხარისხის სიგელით ჯილდოვდება ნონა გოგინავა-პედაგოგი, ჟურნალისტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.