- თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში – ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო.
ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას.
The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების წვლილს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ამოცანებს არგებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ინიციატივებს, მუდმივად ნერგავენ ინოვაციებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ მაღალი სტანდარტებით.
წლევანდელი გამარჯვებულები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ, ასობით კანდიდატს შორის გამოარჩიეს: “ეს კატეგორია აღნიშნავს ქალი ლიდერების წვლილს IT სფეროში, რომელთა ხედვა და საქმისადმი მიდგომა ქმნის გაზომვად პროგრესს ინოვაციაში, ინკლუზიასა და ორგანიზაციულ პერფორმანსში.
“ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს, რადგან სტრატეგიული ლიდერობის მეშვეობით, აძლიერებენ საკუთარ ორგანიზაციებს და გზას უკვალავენ IT სფეროს ლიდერების ახალ თაობას. თითოეული მათგანი არის იმის მაგალითი, რომ ინკლუზიური ლიდერობა აფორმირებს IT-ს მომავალს” – განაცხადა ტომ ზეჰრენმა, Info-Tech Research Group-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.
გოგუცა გელაშვილი: “ქალი ლიდერების მომავალ თაობას ვურჩევ, საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარ თავშივე იპოვონ გამბედაობა. იმისთვის, რომ გახდე ძლიერი ლიდერი, საჭიროა გადალახო უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა; არ შეშინდეთ და შეხედეთ მას, როგორც ღირებულ გამოცდილებას.
უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯერონ. როგორც კი ამას შეძლებენ, სხვებსაც მარტივად დააჯერებენ. შემდეგ კი, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება.”
