ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. შესაბამისი გადაყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხომაზე იქნა მიღებული.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული საბჭო არის საკრებულოს სათათბირო- საკონსულტაციო ორგანო, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშვებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას თქმით, გენდერული თანასწორობის საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია.„ ეს ეხება ადამიანთა უფლებებს ,თავისუფლებებს. ეს ეხება ქალისა და მამაკაცის უფლებებს, რამდენად თანასწორნი არიან კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობის დროს“.
საბჭოს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია.