საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრო, რომელმაც საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის სხვადასხვა პარამეტრებთა დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.თემასთან დაკავშირებით, ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აქვეყნებს-,,წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. პარტიის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ეს არ არის ზუგდიდის განვითარების ბიუჯეტი, არამედ ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ქალაქს მხოლოდ იმის საშუალებას მისცემს, „სული რომ არ ამოხდეს“