ქალაქის საკრებულოს მორიგ სხდომაზე


ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 
სხდომაზე საკრებულომ რვა საკითხი განიხილა:
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: თ.ქოჩუა 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ „საგუნდო–სამუსიკო სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნ. სარია 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ „სპორტის განვითარების ცენტრი“–ს წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნ. სარია 4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ „მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე“–ს წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნ. სარია 5. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ შპს ,,საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი“–ს წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნ. სარია 6. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპ „ზუგდიდდასუფთავები“–ს წესდების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნ. სარია 7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.  მომხსენებელი: კ. ფარცვანია 8. 2014 წლისთვის ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი პირი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი: კ. ფარცვანია  საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.