ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორ ქუჩას სახელი შეეცვალა. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჯორჯიაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ვახტანგ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა. ასევე სახელი გადაერქვაზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ “თავისუფლების ქუჩას” და მიენიჭა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მფრინავის ივანე გახარიას სახელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.