ფუძნდება დევნილთა საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთი”


დევნილი საზოგადოების მოთხოვნით, 10 ივნისს, ოფიციალურად დაფუძნდება საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“. ამის შესახებ, დარბაზის წევრებმა: რამინ საჯაიამ, ოთარ აძინბაიამ და ვახტანგ ორჟონიამ, დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს. შეხვედრაზე დარბაზის წევრებმა დევნილების მიერ გაჟღერებული  მოთხოვნები წარმოადგინეს.

დარბაზის წევრების ინფორმაციით, დევნილები ითხოვენ, შემწეობის გაზრდას მინიმუმ 168 ლარამდე, ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნას დევნილი მოსახლეობის ინტერესები სურვილისამებრ, ბინის განაწილების დროს მსურველებმა ბინის ნაცვლად მიიღონ მიწის ნაკვეთთან ერთად, საცხოვრებელი სახლი, ან კომპნესაცია. ყველა დევნილ სტუდენტს  სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდეს უმაღლესი სასწავლებლის სწავლის გადასახადი, ყველა დევნილს დაუფინანსდეს ჯანდაცვის მომსახურების გადასახადები 100%-ით, დევნილებისათვის დაწესდეს შეღავათები აფთიაქებში წამლების შეძენისას, დევნილ მოსახლეობას გაუუქმდეს  დენისა და გაზის გადასახადი, დევნილი მოსახლეობის მიერ, საპენსიო ან შემწეობის თანხის სესხის აღების  შემთხვევაში, შეუმცირდეს საპროცენტო გადასახდელი, ისინი იტხოვენ აგრეთვე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას სახალხო დიპლომატიაში, პარლამენტში აფხაზეთის ფრაქციის აღდგენას და აფხაზეთის სკოლებში ქართულად სწავლას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tUNFJTixCxw[/embedyt]

კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან საზოგადოების თავმჯდომარე და წევრები,  რამინ საჯაიამ თქვა, რომ 10 ივნისს, ენგურ ქარალდ კომბინატში მოხდება საზოგადოების თავმჯდომარის და წევრების არჩევა. „საზოგადოებრივი დარბაზის წევრები იქნებიან დევნილი საზოგადოების გამორჩეული სახეები, არა აქვს მნიშვნელობა ადგილობრივებიც,  რომლებიც იმუშავებენ აღნიშნულ პრობლემებზე“. მისი თქმით, დარბაზი აპოლიტიკური იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე დარბაზს უხელმძღვანელებს თუ არა “ტყის ძმების” ყოფილი მეთაური დათო შენგელია, როგორც ეს გაჟღერდა, რამაზ საჯაიამ თქვა, რომ „ არ  ვიცი, ვერ გეტყვით, ყველაფერს შაბათს გაიგებთ, ვინ იქნება ლიდერი, დამფუძნებელი“

შეხვედრაზე საზოგადოებრივი დარბაზის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ აძინბაიამ ისაუბრა დევნილობის მძიმე ხვედრზე. მისი განმარტებით, პირველ რიგში, დარბაზის შექმნის იდეა ეკუთვნის მეომრებს, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში. მისი თქმით, ისინი არავის უპირისპირდებიან და იცავენ მათ უფლებებს. „25 წელი გადის და იმედის ნაპერწკალი არ ჩანს აფხაზეთის შესახებ. დევნილის ხვედრი მწარეა, ბევრი გაიძახის, რომ რა უნდათ ბინები მისცეს, თქვენ გენაცვალეთ, ხალხი ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში ცხოვრობდა, ნალოლიავები კაცს ყველაფრის საშუალება ჰქონდა, დღეს კი უბინადოდ არიან დარჩენილნი“

ოთარ აძინბაიამ დათო შენგელიაზე თქვა, რომ ის მისთვის არ არის ფენომენი. „ის არის ადამიანი დევნილი ჩემთვის, საერთოდ რა შუაშია. ის შეიძლება გამგეობაშიც არ მოხვდეს”. .[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xbqTXRh6Duw[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!