,,ფრთხილად, სასიკვდილოა!”


 მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრმა (ხელმძღვანელი მერაბ კაკალია) და ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადემ” (კოორდინატორი მედეა თორია) ზუგდიდელებს ერთობლივი პროექტი – ფორუმთეატრი შესთავაზა. ახალგაზრდა მსახიობებმა მაყურებელს უჩვენეს მარიკა ბარათაშვილის პიესის ,,ფრთხილად, სასიკვდილოა” მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელიც აქტუალურ თემას –  არასრულწლოვანთა სუიციდს ეხებოდა. სპექტაკლს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ახალგაზრდა მსახიობებმა ოსტატობა არ დაიშურეს და მაყურებლამდე ღირსეულად მიიტანეს სათქმელი. ალბათ სწორედ ამანაც შეუწყო ხელი, რომ მაყურებელს  არ გასჭირვებია ფორუმში ჩართულიყო და  რეპლიკებისა და მოქმედების მთელი სიზუსტით ჩაენაცვლებია სცენაზე მსახიობები იმ მომენტებში, რომელიც იყო მწვავე, კონფლიქტური და პიროვნებებს უბიძგებდა თვითმკვლელობისკენ. ისინი შეეცადნენ ამ მომენტების განეიტრალებას, რომ ტრაგედია არ მომხდარიყო.

ფორუმთეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის განხილვაში  მიიღეს მონაწილეობა მერიის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, ახალგაზრდებმა, ფსიქოლოგმა, სასულიერო პირმა.

მოსწავლე -ახალგაზრდობის ხელმძღვანელობა გეგმავს სპექტაკლი საჯარო სკოლებში მოსწავლეებს უჩვენოს.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.