ფორიაქი ინფექციურ საავადმყოფოში


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო ,,ზუგდიდელებს” აფორიაქებული დაუხვდა. როგორც კი შენიშნეს ჟურნალისტი შენობის ექსტერიერის ფოტოს იღებდა, რამდენიმე თანამშრომელი ერთად გამოვიდა აღელვებული,- რატომ იღებთ სურათსო,-აშკარად ეტყობოდათ წინა დღეების ემოცია, როცა მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ,,ბლოკ ჯორჯიას” მესაკუთრეობა გააპროტესტეს და არც მის მიერ დანიშნული კომერციული დირექტორი ზაზა ფიფია ცნეს.

საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, ქალბატონ მადონა სართანიასთან შეხვედრა კი, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხეთ, – მეჩქარება, საჯარო რეესტრSი მედლოდებიან, ვერ დაგელაპარაკებით, ეს ათ წუთში სალაპარაკო თემა არ არის და “კედელთან რატომ მაყენებთო”. იქნებ, თქვენს დაბრუნებამდე კოლექტივს დავლაპარაკებოდითო, ვთხოვეთ -არაო და სწრაფად დაგვტოვა. ,,ზუგდიდელებს” არანაირი პრეტენზია და ემოცია არ გამოუხატავს გაღიზიანებულ მასპინძლობაზე, რადგან ქალბატონ მადონა სართანიას, მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ინფექციური საავადმყოფოს იმ სახით არსებობაში, როგორიც არის დღეს ის და მისი გაღიზიანებაც არ ვიუცხოეთ ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო  არ გახლავთ თანამედროვე ტიპის ,,გადაკრიალებული სტაციონარი”, მაგრამ ამბობენ, სამედიცინო პერსონალი კვალიფიციური ჰყავს, თანამედროვე ტიპის, სანდო ლაბორატორია აქვს და სახელმწიფომაც სწორედ ამ საავადმყოფოში გადაწყვიტა განეხორციელებინა ც ჰეპატიტის პროგრამაო. ეს პროგრამა კი,  საავადმყოფოს სოლიდურ შემოსავალს მოუტანს და იმ დაპირისპირების ,,ძაღლის თავი”, რომელიც ,,ბლოკ ჯორჯიასა” და ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივს შორისაა, სწორედ აქაა დამარხულიო.

,,ზუგდიდელებმა” პასუხგაუცემელი კითხვებით დატოვა საავადმყოფო, რა თქმა უნდა, ვერ და არ დაელოდა ქალბატონ მადონას საჯარო რეესტრიდან დაბრუნებას, რომელსაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შეეეტანა მიმდინარე დაპირისპირებებში.
ჩვენი შემდგომი რესპონდენტი ზაზა ფიფია გახლავთ, როგორც ,,ბლოკ ჯორჯიას” მეპატრონე ლია ჯანაშვილი წერს ზუგდიდელებისადმი მიმართვაში, ინფექციური საავადმყოფოს კომერციული დირექტორი. ბატონი ზაზა საავადმყოფოში არ დაგვხვდა. რომ მოვიკითხეთ, ასე გვიპასუხეს – ჩვენ ჩვენი დირექტორი გვყავს… სხვა არ ვიცითო.  ე.ი. არ იყო საავადმყოფოში ახალი კომერციული დირექტორი.

ზაზა ფიფიას ტელეფონით დავუკავშირდით, მან ,,ბლოკ ჯორჯიას” მეპატრონესთამ გადაგვამისამართა, თუმცა მისი ტელეფონის ნომერი ვერ გაიმეტა ჩვენთვის.
ზაზა ფიფია: ,,არ გიპასუხებთ შეკითხვებზე. მე დაქირავებული ვარ და ვასრულებ იმას, რასაც დამავალებენ. დაურეკეთ ,,ბლოკ ჯორჯიას” მეპატრონეს და ის გაგცემთ პასუხს.
-იქნებ, ტელეფონის ნომერი მოგვცეთ, ბატონო ზაზა…
-მე ვურეკავ და დაკავებაა, ეტყობა არ სცალია”
,,ზუგდიდიდელები”  დაუკავშირდა ლია ჯანაშვილს, რომელმაც მოკლედ და კონკრეტულად გვიპასუხა, რომ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ისევ იგეგმება საკადრო ცვლილებები, რომელიც ორშაბათს იქნება ცნობილი. ხოლო ზაზა ფიფია დანიშნულია არა ინფექციური საავადმყოფოს კომერციულ დირექტორად, არამედ სამეგრელოს რეგიონში არსებული იმ საავადმყოფოების კომერციულ დირექტორად, რომელიც შედის ,,ბლოკ ჯორჯიას” მფლობელობაში”. რაც შეეხება შეკითხვას, როდისთვის შეიძლება ც ჰეპატიტის პროგრამა დაიწყოს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროზე მიგვანიშნა, ,, -ჩვენ პროგრამის დაწყება არ გვეხება. რამდენჯერ უნდა დასვაათ ეს შეკითხვა. ისე, ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ. და საერთოდ, ჩვენს კომპანიას სერიოზული მიზნები აქვს თქვენს რეგიონთან მიმართებაში”
ამ ,,გარკვევა-გამორკვევაში” დრო გავიდა. ჩვენ ისევ დავუკავშირდით ქალბატონ მადონას, საჯარო რეესტრიდან დაბრუნებული ალბათ მოიცლის ჩვენთვისო, მაგრამ:
მადონა სართანია, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: ,,- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ თქვენთან. არ მცალია, გაწამაწიაში ვარ… შეგიძლიათ ჩემს კოლექტივს გაესაუბროთ (?!) და მერე, მე გვიან შემომეხმიანოთ”…
ანუ…
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ირგვლივ, ზუგდიდსა და თბილისში, დიდი ფორიაქია, გაურკვევლობაა  ქონებისა და თანამდებობის გაყოფის გამო, შესაბამისად, ც ჰეპატიტის პროგრამის დაწყებაც ალბათ ამიტომ გვიანდება, მას კი ელოდებიან… ელოდება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

ნ. მოსიძე, ე.ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.