მხარდაჭერა ზუგდიდელ ახალგაზრდებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, 3 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები, ხოლო 2 წარჩინებულ სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსა.

თურქეთში გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსდა ზუგდიდელ მარიამ ბულიას, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის, ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია. მარიამი პამუკალეს უნივერსიტეტსა და კლინიკაში სამედიცინო პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად მიემგზავრება.

უნგრეთში გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსდა გიორგი ხვიჩიას. გიორგი აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის მშენებლობის მიმართულების კურსდამთავრებულია, რომელიც უნგრეთში, დებრეცენის უნივერსისტეტში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას საინჟინრო მენეჯმენტის მიმართულებით.

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N 2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან ჭურღულიას გერამანიაში გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსდა. ქეთევანი გერმანიაში, გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსის შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბერში მიწვეულია ტექნიკურ და საბუნისმეტყველო აკადემიაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაფაეტის კოლეჯის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა დაუფინანსდა მე-2 კურსის წარჩინებულ სტუდენტს კონსტანტინე ჯალაღონიას.

სწავლა დაუფინანსდა გერმანიაში, მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტ ლუკა კიტიას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!