ფაიფურის უბანში ხმაური კომისიის “ნაციონალმა” წევრმა გამოიწვია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის # 65 – ე საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ცნობით, 8 ოქტომბერს, დილის 8 საათისთვის მუნიციპალიტეტის ყველა უბანი დროულად გაიხსნა, გარდა მე – 18 უბნისა (ფაიფურის უბანი),  სადაც პროვოკაცია გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობიდან” დანიშნულმა კომისიის წევრმა.

„მან თავიდან  უარი განაცხადა  გადასატანი ყუთის გაყოლაზე,  შეტევაზე გადავიდა კომისიის წევრებზე,   განაცხადა, რომ უფუნქციოდ რჩებოდა.“-განმარტა მირანდა მესხმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BYqH3JgBUKw[/embedyt]

მირანდა მესხის განმარტებით, ” სულ 92 უბანია, აქედან 65- 67 ქალაქის მაჟორიტარული ოლქი, 66 -67 არის თემის მაჟორიტაროლური ოლქი, 43 უბანი აქვს ქალაქს , 49 თემს.” [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=C0qbgyJ291A[/embedyt]