ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

  • დღეს, დაიწყო ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლებულია. ჯავშნის შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქე მიიღებს მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

“ინფორმაციისთვის, ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია სასურველია მოხდეს 24 ივლისის 12 საათამდე. სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში სადაც მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე (თუმცა, სურვილისამებრ, ექნებათ საშუალება გადაჯავშნონ) აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.”-ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.