„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა


  • დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა. მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.

მოქალაქეებისთვის საიტზე „ფაიზერის“ 45 653 დოზაა ხელმისაწვდომი.

“მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეწვიეთ პორტალს https://booking.moh.gov.ge/#/, დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო და ადგილი ან მიბრძანდით მითითებულ კლინიკებში.

Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაცინაციისთვის.”-ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.