- საქართველოს დღეს გლოვის დღე აქვს. მდუმარე იყო ზუგდიდის აქციაც. შეკრებილებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ანგელოზის ხსოვნას.
აქციაზე ისევ დაჯარიმდა სამი მონაწილე პირბადისა და ”ბალაკლავას” ტარების გამო.
ინფორმაციისთვის: აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები, თბილისის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა.