უწყვეტი აქციის 49-ე დღე ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა გამოცხადებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ აქციას და გაიფიცა 15:00 სთ-დან 18:00 სთ.მდე.

დღესვე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, “დროას” წევრ მარიამ სიჭინავას 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, სიჭინავა ამბობს, რომ არ აპირებს დაკისრებული ჯარიმის გადახდას.

სასამართლოდან, გათავისუფლებული მარიამ სიჭინავა პირდაპირ აქციაზე მივიდა გუბერნიის წინ. იქ მას, შეკრებილები, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

ინფორმაციისთვის: მარიამ სიჭინავა, 13 იანვრის ღამეს დააპატიმრეს, გუბერნიის წინ, აქციაზე, პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ამ შემთხვევამდე, მარიამ სიჭინავა, სხვადასხვა დროს, დაჯარიმებული იყო ხუთჯერ, აქციაზე ”ბალაკლავას” ტარებისთვის და ერთხელ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!