,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის’’ მიზნით შექმნილი კომისია მორიგ სხდომაზე შეიკრიბა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის’’ მიზნით შექმნილი კომისია მორიგ სხდომაზე შეიკრიბა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში  ჩართვა, განცხადების შემოტანა პარასკევის ჩათვლით შეეძლებათ.

ამ ეტაპზე შემოსულია 172 განცხადება, მათგან 98 სოციალური სახლების მშენებლობაზე, ხოლო 74 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.

კომისია პრიორიტეტულ ოჯახებს განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!