“უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილი კომისია, განცხადებების გადამოწმებას და ოჯახების ანკეტირებას აგრძელებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილი კომისია, შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმებას და ოჯახების ანკეტირებას აგრძელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას ხელმძღვანელობით, შემოსული განცხადებები ანაკლიის, განმუხურის, დარჩელისა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადამოწმდა.

ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 147 განცხადება, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.