“უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის” მიზნით, შექმნილმა კომისიამ განცხადებების გადამოწმება დაიწყო


  • უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილმა კომისიამ, შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირება დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავას ხელმძღვანელობით, შემოსული განცხადებები ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში გადამოწმდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისმერიის ინფორმაციით, ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 147 განცხადება, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.

მომავალ წელს სახლები ახალი პროექტით აშენდება. იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.