უკრაინულმა მხარემ ლუგანსკში 12 დასახლება გაათავისუფლა-მედია


  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს.

„უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – აღნიშნა ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.