- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადასცეს სააკაშვილი უკრაინას და პროტესტი გამოთქვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლესთან პოლიტიკური შურისძიების მიზნით“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“ ყველაზე უარესი ტრადიციებით მოქმედებთ, როდესაც იყენებს სააკაშვილის მიმართ „ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.“
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უკრაინის მოქალაქის მიმართ ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის მიერ დეკლარილებულ კურსს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ცხადყოფს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს უცხო ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დადგნენ სააკაშვილის დასაცავად, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.