- უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აფეთქებები ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში.
აფეთქებების ხმა ისმის ოდესის ოლქშიც.