უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომაროება ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა


  • უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომაროება ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილებას მხარი 320 დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე გახანგრძლივებასაც.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის რადას სხდომა საჰაერო თავდასხმის შესახებ სიგნალის გამო დროებით შეწყდა და დეპუტატები თავშესაფარში გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პარლამენტის წევრ ოლგა სოვგირას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაცია დაადასტურა ასევე რადას დეპუტატმა რომან გრიშუკმაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავდა. მანამდე დღესვე რადაში სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.

საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი განგაშის სიგნალი უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში იყო გამოცხადებული.

ყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.