უკრაინის ვიცე-პრემიერმა დონეცკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა


  • უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის ოლქში მცხოვრებლებს უკრაინის უსაფრთხო რეგიონებისაკენ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

,,მივმართავ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს. თუ არ განხორციელდება ევაკუაცია, როდესაც ეს შესაძლებელია, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც ხართ ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, სითბოს და კომუნიკაციების გარეშე, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე, დაბომბვის ქვეშ, თქვენს თავსა და ახლობლებს სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აყენებთ. ევაკუაციაა საჭირო, დროულად”, – ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურებას აგრძელებს. როგორც ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, არ არის გაზმომარაგება და შეიძლება შეიქმნას ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემაც.

„არ არის გაზმომარაგება, შეიძლება იყოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა. წინ შემოდგომა-ზამთრის პერიოდია. ამიტომ ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე ავადმყოფები“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია დონეცკის ოლქის მცხოვრებლების ევაკუაციის შტაბი, განლაგებულია ძალები და საშუალებები, ხოლო უკრაინის ცენტრში და დასავლეთში ისინი ემზადებიან დროებითი მიგრანტების მისაღებად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.