უკრაინის გენერალური პროკურატურა-რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 287 ბავშვი დაიღუპა, 508 კი დაშავდა


  • სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, უკრაინის მასშტაბით 287 ბავშვი დაიღუპა და 508 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას.

გენპროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი, 217 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა. დაშავებულთა დიდი რაოდენობაა ხარკოვისა და კიევის ოლქებშიც.

ამასთან, ოფისის ინფორმციით, რუსეთის მხრიდან განხორციელებული დაბომბვების შედეგად უკრაინაში 1 971 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, რომელთაგან 194 სრულად არის განადგურებული.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.