უკრაინელებმა ხერსონში ორი სოფელი გაათავისუფლეს-მედია


  • უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის ოლქის სოფლები, პრავდინე და კალინივსკე გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პრავდინეში შევიდნენ და რუსებმა სოფელი 8-9 ნოემბრის ღამეს დატოვეს. მანამდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება კალინივსკეს, ის უკრაინელებმა ოთხშაბათს გაათავისუფლეს.

ახალი გათავისუფლებული დასახლებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა „ტელეგრამ“ არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები პრავდინესა და კალინივსკეში იმყოფებიან.

კალინივსკეში უკვე უკრაინის დროშა აღმართეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.