- უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საჰაერო კადეტები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, თვითმფრინავმა Antonov-26-მა კატასტროფა აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვის მიდამოებში დაშვებისას განიცადა.
თვითმფრინავში, ეკიპაჟის ჩათვლით, 23 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების თქმით, გადარჩენილებმა დაზიანებები მიიღეს. კადეტები ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტიდან იყვნენ, თვითმფრინავი კი სასწავლო ფრენას ასრულებდა.