- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
“ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.
„ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – წერია „ქართული ლეგიონის“ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.