- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილის ოჯახს მოქალაქეებმა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ უკრაინიდან ჩამოვიდა დღეს საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
40 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში 16 აპრილს მაშინ გარდაიცვალა, როდესაც თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა.