უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია


  • უკრაინა სასწრაფოდ გაიწვევს თავიანთ ელჩებს საქართველოდან და ყირგიზეთიდან. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, ისინი ახლა რეალიზებას ახდენენ სავსებით სამართლიან და საჭირო გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებმაც უღალატეს თავიანთ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს. დაუყოვნებლივ ვიწვევთ ყირგიზეთიდან კონსულტაციისთვის ელჩს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისთვის. ასევე, დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.