- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 244 293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით +184.9 პროცენტს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7 პროცენტია.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182 381 შეადგინა, რაც 140.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3 პროცენტი აღდგენილია.
2022 წლის ოთხ თვეში საქართველოში ჯამში 820 796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდთან შედარებით +272.3 პროცენტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36.2 პროცენტი აღდგენილია.
„წელს ოთხ თვეში საქართველოში 642 343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 პროცენტი აღდგენილია“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.