ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ ხდება ნებადართული, ბანაკის ტიპის შეკრებები კი იკრძალება


იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია, მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.