ტრამპის თქმით, აშშ-ში TikTok-ს აკრძალავს

ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი შეიძლება მალე მოაწეროს. ტრამპამდე აპლიკაციის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აპლიკაციასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა — ისინი მიიჩნევენ, რომ Tik Tok-ს შეიძლება ჩინეთის ხელისუფლება ამერიკელების პირადი მონაცემების მისაღებად იყენებდეს. თავად აპლიკაციაში ამ ცნობებს უარყოფენ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, აპლიკაციას მხოლოდ აშშ-ში 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.