ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი შეიძლება მალე მოაწეროს. ტრამპამდე აპლიკაციის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აპლიკაციასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა — ისინი მიიჩნევენ, რომ Tik Tok-ს შეიძლება ჩინეთის ხელისუფლება ამერიკელების პირადი მონაცემების მისაღებად იყენებდეს. თავად აპლიკაციაში ამ ცნობებს უარყოფენ.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, აპლიკაციას მხოლოდ აშშ-ში 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.