ტრაილერის მძღოლის დედა რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს


  • კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის დედა, რომელიც რუხის კლინიკაში მკურნალობდა თბილისში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუშინ, მოხდა ხანდაზმული ქალბატონის გადაყვანა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, გადაყვანის მიზეზი გახდა მის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებში გამოსახული ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდა ჰემატოლოგიურ მენეჯმენტს და შესაძლებელი გამხდარიყო ინტენსიური თერაპიის ჩართულობა.

“გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი გადაყვანა შესაბამისს კლინიკაში. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 9 კოვიდ დადასტურებული პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია გართულებების გარეშე და გეგმიურ რეჟიმში ხდება მათი მკურნალობა”.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში სულ 25 პაციენტია, თუმცა ეს ციფრი მუდმივად ცვალებადია და ამ 25-დან 9 covid 19 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი 16 ცხელების ცენტრში არიან მოათავსებულები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.